“მეცის” მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ანტონეტიმ “რეიმსთან” მატჩისთვის იმ ფეხბურთელების სია გამოაცხადა, რომლებიც 22 აგვისტოს ლიგა 1-ის მე-3 ტურის მატჩში განაცხადში იქნებიან. მათ შორის არ არის ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე.
გიორგიმ “ლილთან” პირველი ტურის მატჩში ბოლო წუთები ითამაშა და მას მერე მოედანზე არ გამოჩენილა. “ნანტთან” 0:2 წაგებულ შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზე იყო.ახლა კი საერთოდ ვერ მოხვდა განაცხადში.
ბელგიური მედია კი წერს, რომ სერენში მოუთმენლად ელიან სიტუაციის შეცვლას და მიქაუტაძის დაბრუნებას. სწორედ გიორგის შედეგიანმა თამაშმა მოუპოვა სერენს ჟუპილერ ლიგაში თამაშის შანსი. თუმცა მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიქაუტაძის განათხოვრება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მეცს თავად უჭირს შემტევები და გიორგის შანსი აუცილებლად მიეცემა: “მთელი სერენი ელის, როდის დაბრუნდება გუნდის მთავარი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე მეციდან, მანამდე კი მისი ფუნქცია მარიუსმა უნდა იტვირთოს”, – წერს საიტი.







