საქართველოს ნაკრების და ფრანგული „მეცის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 20 წლის ფეხბურთელმა ვაქცინაცია საკუთარი კლუბის ბაზაზე ჩაიტარა.
მიქაუტაძის გუნდი წინასასეზონო შეკრებას 28 ივნისიდან დაიწყებს და კლუბთან ერთად ქართველი ფეხბურთელიც მოემზადება. ბელგიურ „სერენში“ გატარებული წარმატებული სეზონიშ შემდეგ, „მეცმა“ გიორგის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, 20 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში გამოვა.
ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატის მეორე დივიზონის კლუბ „სერენში“ 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიქაუტაძემ „სერენის“ ჟუპიერ ლიგაში დაწინაურებაში ლომის წვლილი შეიტანა.





