ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსიამ” სტუმრად “მალიორკა”, მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა.
“ღამურების” 21 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა და მთელი შეხვედრის განმავლობაში 3 სეივი გააკეთა.
“ვალენსია” მომდევნო შეხვედრას 3 მარტს კოპა დელ რეის ნახევარფინალში “ბილბაოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა ხოსე ბორდალასის გუნდის მაისურით მე-11 შეხვედრა ჩაატარა.





