Geo Team-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილის “გრანადას” წინააღმდეგ თამაში გამოირიცხა.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელს მე-2 დღეა ყელის ტკივილი აწუხებს და “გრანადასთან” თამაშს ვერ მოახერხებს.
ცნობისთვის, რობერტ მორენოს გუნდი “ვალენსიას” დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.
გიორგი მამარდაშვილმა 3 მარტს, კოპა დელ რეის ნახევარფინალურ შეხვედრაში ატლეტიკ “ბილბაოს” წინააღმდეგ ითამაშა, სადაც გონსალო გუედეშის გატანილი გოლით “ღამურებმა” ფინალში გააღწიეს.








