გიორგი მამარდაშვილმა სრული მატჩი ითამაშა “ვალენსიაში”, “კარტახენასთან” მოგებულ (3:2) ამხანაგურ მატჩში. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი არ შეცვალა და ერთ-ერთი იყო ახალგაზრდა ქართველი მეკარეც.
როგორც ჩანს, ბორდალასი მაქსიმალურად იყენებს მოსამზადებელ პერიოდს იმისთვის, რომ საბოლოოდ დარწმუნდეს მამარდაშვილის შესაძლებლობებში.
“კარტახენასთან” მატჩში გიომ 2 გოლი გაუშვა და ორივე ახლო მანძილიდან, რაც უფრო მცველების “დამსახურება” იყო. რაც შეეხება “სეივებს”, წინა თამაშის მსგავსი შთამბეჭდავი ნახტომები არ ყოფილა, მაგრამ მამარდაშვილი მთლიანობაში საიმედოდ და დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
მას არ აკლია ფანებისგან ქება, მაგრამ მთავარია, რას ფიქრობს გუნდის სამწვრთნელო შტაბი.





