გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველ ტურში “ვალენსიას” მაისურით ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
ხოსე ბორდალასმა ახლახან “ხეტაფესთან”მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 20 წლის ქართველიცაა.
იასპერ სილესენმა გამოჯანმრთელება მოახერხა, მაგრამ ამ თამაშისთვის ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა, ხაუმე დომენეკი ტრავმირებულია, ხოლო კრისტიან რივეროს ბორდალასმა გიორგი ამჯობინა. მამარდაშვილი 2001 წლის შემდეგ პირველი ქართველია, რომელიც ლა ლიგის შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 1-წლიანი იჯარით შეუერთდა.გიომ სამ შემთხვევაში მოედანზე 90 წუთი გაატარა და ასევე 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ ოთხივე მატჩში შანსი საკმაოდ კარგად გამოიყენა და ფანების ქებაც დაიმსახურა.





