გიორგი ხარაბაძე ოლიმპიადას დაემშვიდობა. 24 წლის ქართველმა მოკრივემ 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში უზბეკ ფანატ კახრამონოვთან წააგო.
მსაჯის გადაწყვეტილებით, უზბეკი მოკრივე ორივე რაუნდის გამარჯვებული გახდა. ფანატ კახრამონოვმა ქართველ მოკრივეს წარბი გაუხეთქა და ბრძოლა აღარ გაგრძელდა. გამარჯვებულად უზბეკი გამოცხადდა, რომელიც ყაზახ მეტოქეს შეხვდება.
სამწუხაროდ, კრივში მხოლოდ ერთი სპორტსმენი დაგვრჩა. ესკერხან მადიევი 27 ივლისს უგანდელ მოკრივეს შეხვდება და მეოთხედფინალი გასვლას შეეცდება.





