გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში „ჰამბურგმა“ შინ „ვერდერი“ მიიღო და მინიმალური სხვაობით, 2:3 დამარცხდა.
ფარიდუ ალიდუმ ბრემენული გუნდის წინააღმდეგ ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა, რის გამოც mopo.de-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძის ძირითადში მოხვედრის შანსები ძალიან გაიზარდა.
დიდი ალბათობით, 22 წლის ქართველ ფეხბურთელს გერმანიის თასის შეხვედრაში „კარლსრუეს“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულმა გუნდმა ბელგიურ „გენტიდან“ 6-თვიანი იჯარით დაიმატა.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბუნდესლიგა 2-ში „ჰამბურგის” მაისურით 4 შეხვედრა ჩაატარა.





