საქართველოს ნაკრებისა და “ჰამბურგის” 22 წლის ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ “კარლსრუეს” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა. გერმანიის თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში “ჰამბურგმა” “კარლსრუე” პენალტების სერიაში დაამარცხა.
გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის 52-ე წუთზე რობერტ გლაცელს საგოლე გადაცემა გაუკეთა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ თავის გერმანულ კარიერაში საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა პირველად მიიღო.
“ჰამბურგის” მეტოქე გერმანიის თასის ნახევარფინალში ბერლინის “უნიონი” იქნება.
შეგახსენებთ, რომ “ჰამბურგმა” 22 წლის ქართველი ნახევარმცველი 6-თვიანი იჯარით ბელგიური “გენტიდან” დაიმატა.








