მოსკოვში სტარტი აიღო ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატმა. პირველივე საშეჯიბრო დღე ქართველმა სპორტსმენებმა მედლით დაიწყეს. 61კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ატაცში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ძალოსანი პირველ მისვლაზე 128 კილოს შეეჭიდა, თუმცა მისი დაძლევა ვერ მოახერხა. მეორე ცდაზე მიშველიძე 131 კილოს შეუდგა და წარმატებით აწია, მესამე მისვლაზე კი 135კგ დააფიქსირა.
მეორე მისვლის დროს რეპორტაჟის რეჟისორებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის რეაქცია არ გამორჩენიათ.








