უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 225 კგ, აკვრაში 267 კგ, ორჭიდის ჯამში კი 492 კგ ასწია, სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნდა, სადაც ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე უზბეკებმა თავიანთ ტრადიციულ სამოსში გამოაწყვეს.








