საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე დღეიდან ჩაერთვება.
საქართველოს სახელით დღეს ორი სპორტსმენი გამოვა – 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ.
რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, ქართველ მძიმეწონოსანს და ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს გულშემატკივარი ტურნირის დასკვნით დღეს, 17 დეკემბერს იხილავს.
პირდაპირი ტრანსილაცია 18:00 საათიდან, საქართველოს პირველ არხზე დაიწყება.








