შოთა არველაძეს ფახთაქორში პიტერ ჰუისტრა შეცვლის. ინფორმაცია უზბეკური კლუბის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა დაადასტურა.
ტაშკენტელებს ახალი მწვრთნელი დიდხანს არ უძებნიათ. როდესაც შოთი ფახთაქორს წვრთნიდა, პიტერ ჰუსტრა მის შტაბში ასისტენტად მუშაობდა.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ნიდერლანდელი სპეციალისტი შოთა არველაძესთან ერთად „გლაზგო რეინჯერსში“ მუშაობდა და სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი და შოთის მეგობრობა, რომელიც მოგვიანებით პარტნიორობაშიც გადაიზარდა.
„ფაქთაქორის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა პიტერ ჰუსტრას სოციალურ ქსელში მიულოცა შოთა არველაძემ.
„ვულოცავთ პიტერ ჰუსტრას „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჩემო მეგობარო!“ – წერს 47 წლის სპეციალისტი.





