პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს გიგა ოდიკაძემ ოქროს მედალი მოუტანა.
17 წლის სპორტსმენმა ატაცში თავი 79, 82, 84 კილოგრამს გაართვა და ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ძალოსანმა აკვრაში 94, 99, 102 დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
საბოლოოდ, ორჭიდის ჯამში დაგროვებული 186 კილოგრამით რუს სპორტსმენს ორი ქულით აჯობა და პოლონეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.





