უზბეკეტში დასრულებულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივარმა არაერთი სიურპრიზი იხილა. მათ შორის ერთ-ერთი 18 წლის ირანელი ძალოსანის, ალირეზა იუსუფის გამოსვლა იყო, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკთან შედარებით საუკეთესო შედეგი აჩვენა.
იუსუფმა ორჭიდის ჯამში 421 კგ ასწია, რაც ამ ასაკში საუკეთესო მაჩვენებელია. 18 წლის ძალოსანს სამომავლოდ ამბიციური გეგმებიც აქვს. Tehrantimes-სთან ინტერვიუს დროს ალირეზამ განაცხადა, რომ მისი მიზანი ლაშა ტალახაძის რეკორდების დამხობა იქნება.
„ტაშკენტში ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ჩემი უპირველესი მიზანი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რეკორდის დამყარება იყო. ახლა კი მიზნად უფროსებს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენება მაქვს დასახული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი შესაძლებლობები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეჩვენებინა. უახლოეს წლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველაზე მძიმე წონები ავწიო“, – განაცხადა ირანელმა ძალოსანმა.





