თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” ქართულ ფეხბურთში არსებულ ბოლოდროინდელ პრობლემებზე ისაუბრა.
“თუ არ შეიცვალა ვითარება, მომავალ წელს უარესი დონე იქნება. 2-3 გუნდი იქნება ალბათ, ვინც ევროთასებიდან უეფა-ს თანხები მიიღო და 1-2 წრის გავლის შემთხვევაში თანხებს კვლავ მიიღებენ. სხვა რა დაფინანსება აქვთ ქართულ გუნდებს? ბათუმის “დინამოს” არ შევეხები, რადგან მათ ინფრასტრუქტურა, დასწრება და ბილეთებიდან შემოსავლები აქვთ. მეტი არავის არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და პირდაპირ ტრანსფერებზე ვართ დამოკიდებულები”, – თქვა ჭიაბრიშვილმა.





