გია გრიგალავას მომავალი სეზონიდან ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. საქართველოს ნაკრების მცველთან, რუსული „ტულას“ ხელმძღვანელები კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებენ.
ქართველი ფეხბურთელს „ტულასთან“ ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულს ეწურება და როგორც ჩანს რუსული გუნდი მის შენარჩუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე რუსული გამოცემა ავრცელებს.
გია გრიგალავა „ტულაში“ 2017 წლის შემდეგ ირიცხება. ამ ხნის მანძილზე აღნიშნული გუნდის მაისური 90 მატჩში მოირგო და 3 გოლი გაიტანა.
სავარაუდოდ გრიგალავა ახალ ნავსაყუდელს ისევ რუსეთში იპოვნის, რადგან კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნის გუნდებში აქვს გატარებული და იქ კარგად იცნობენ.




