საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გია გრიგალავა შესაძლოა სერიოზულ სკანდალში გაეხვეს. გეცოდინებათ, ქართველი ფეხბურთელი ამჟამად რუსეთში თამაშობს და „ტულას“ ღირსებას იცავს.
ჰოდა, ბატონი ბრძანდებით და როგორც რამოდენიმე რუსული გამოცემა წერს, გია გრიგალავა და მისმა თანაგუნდელმა გურამ აჯოევი მოსკოვის „ცსკას“-ს მწვრთნელს ივიცა ოლიჩს თავის გატეხვით დაემუქრნენ.
ინციდენტი რუსეთის თასის მეოთხედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარა, რომელშიც „ტულამ“ არმიელებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო. შეხვედრა ძალზედ უხეშიც გამოდგა და არბიტრს ფეხბურთელებისთვის 6 ყვითელი და ერთი წითელი ბარათის ჩვენებაც მოუხდა.
დავუბრუნდეთ ინციდენტის ამბავს. რუსული პრესის მტკიცებით, მატჩის შემდეგ გრიგალავა და აჯოევი ივიცა ოლიჩისკენ გაიწივნენ, მაგრამ მალე გააშველეს და კონფლიქტიც ამით ამოიწურა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ მოყვება თუ არა რაიმე სანქცია ფეხბურთელების ქმედებას.




