ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, თორნიკე შენგელია, რომელმაც ახლახან მოსკოვის ცსკა დატოვა მოლაპარაკებას თავის ყოფილ კლუბთან, “ბასკონიასთან” აწარმოებს.
ცნობისთვის, შენგელია ბასკონიაში 2014-2029 წლებში თამაშობდა და წლების განმავლობაში მისი ღირსეული კაპიტანი იყო. მან “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონობაც მოიპოვა, 2022 წლის ზაფხულში კი მოსკოვის ცსკა-ში გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ცსკა რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის და იქ ფართომასშტაბიანი ომის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა.








