ეროვნული ლიგა 2-ის წევრმა, “გარეჯმა” 32 წლის გამოცდილი თავდამსხმელი, გი კასა გნაბუიუ დაიმატა.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილ ფეხბურთელს კარიერის მანძილზე “მარსელში” უთამაშია. გნაბუიუ ფრანგულ კლუბთნ ერთად 2009/2010 წლის სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
გი კასას ასევე, 2009 წელს საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაშიც უთამაშია.
ცნობისთვის, გნაბუიუს კარიერის მანძილზე ბერძნულ “ირაკლისში” და სხვადასხვა ევროპული გუნდის შემადგენლობაში უასპარეზობია.








