შტუდგარტის 500-იანი კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირი ქალთა შორის ერთ-ერთი ყველაზე უპრესტიჟულესია. თავის დროზე აქ არაერთ სახელოვან ჩოგბურთელს უთამაშია და შტუდგარტში ჩასვლას არც ახლა თაკილობენ.
სასიხარულო ამბავი იყო, რომ ამ ტოპ ტურნირზე ძირითად ბადეში მოხვდა ეკატერინე გორგოძე, თუმცა სასტარტო მეტოქედ ახლო წარსულში ყოფილი პირველი ჩოგანი ანჟელიკ კერბერი ერგო. იმთავითვე ნათელი იყო, რომ ფავორიტი გერმანელი მეჩოგნე გახლდათ და უდიდესი სენსაცია უნდა მომხდარიყო ეკატერინე გორგოძეს კერბერისთვის მოეგო.
ჩოგბურთის მოყვარულთ ალბათ ეცოდინებათ, რომ ანჟელიკ კერბერი დიდი სლემის ტურნირების სამგზის ჩემპიონია. მის კოლექციაში უიმბლდონის, ამერიკის და ავსტრალიის ღია პირველობების თასები ინახება. ამჟამად ის რეიტინგის 25-ე ნომერია.
საბოლოოდ ანჟელიკ კერბერმა ეკატერინე გორგოძეს ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით – 6:2, 6:2 აჯობა.





