იაპონიის ყოფილ პრემიერ მინისტრს იოშირიო მორის ქალების გაჩუმება არ აპატიეს. „ვტოვებ თანამდებობას. სამწუხაროდ, ჩემმა გაუთვალისწინებელმა სიტყვებმა ვნებათაღელვა გამოიწვია. არ მინდა ამით ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს რაიმე პრობლემები შეექმნა“ – აღნიშნავს მორი.
რა თანამდებობას? საუბარია ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. მას სექსისტურ განცხადებებში დასდეს ბრალი.
მისი აზრით, სპორტულ კომიტეტებსა და ფედერაციებში ქალების რაოდენობის გაზრდით, სხდომები უფრო დიდხანს იწელებაბა და დამღლელი ხდება, რადგან მათ გამოსვლებს კაცებზე დიდი დრო მიაქვთ. მანდილოსნები რატომღაც თვლიან, რომ ყველამ აუცილებლად რაღაც უნდა თქვასო.
იოშირიო მორი სოციალურ ქსელში მწარედ გააკრიტიკეს, ხოლო სამმა მეჩირაღდნემ და 500 მოხალისემ ამის გამო უარი თქვეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების მოზადებაში და შემდეგ მასში მონაწილეობაზე.





