ძიუდოში, მასტერსებისა და გრანდ-სლემების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის დროც ახლოვდება. 16 აპრილს, ლისაბონში კონტინენტის პირველობა აიღებს სტარტს, რომელშიც არაერთი ძლიერი კიმონოისტი იასპარეზებს.
რა თქმა უნდა, პორტუგალიის დედაქალაქში იქნება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც. მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ლისაბონში გაშლილ ტატამზე 14 ქართველი ძიუდოისტი ცდის ბედს.
ცოტა უცნაურია, მაგრამ მოახლოებულ კონტინენტის პირველობაზე ვერ ვიხილავთ ტატო გრიგალაშვილს (81კგ), რომელიც ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
-60 კგ
თემურ ნოზაძე
-66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი
-90 კგ
ლაშა ბექაური
ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი
ილია სულამანიძე
+100 კგ
გურამ თუშიშვილი
გელა ზაალიშვილი
გოგონები
-52 კგ
მარიამ ჯანაშვილი
ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
-57 კგ
ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ
მარიამ ჭანტურია
+78 კგ
სოფიო სომხიშვილი








