ბათუმის “დინამოს” 35 წლის ფეხბურთელმა გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფეხბურთელს სპეციალური პრიზი 11 ნოემბერს საქართველოსა და შევედეთის მატჩზე გადაეცა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი განცხადება გაავრცელა:
“მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. ამ წლების განმავლობაში სიამაყით ვატარებდი ეროვნული ნაკრების მაისურს, თითოეული შეხვედრა ვითამაშე გულით, ჟინით, ჩვენი ქვეყნის, გერბის, დროშის და ჰიმნის სიყვარულით ვარ ამაყი და ბედნიერი, კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას” – განაცხადა გიორგი ნავალოვსკიმ
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების მაისურით 41 მატჩი ჩაატარა.





