ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, UEFA ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც, ევრო 2020-ის მონაწილეებს შემადგენლობაში ორი მოთამაშის დამატების უფლებას მიეცემათ.
ეს საკითხი კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე წამოიჭრა. საბოლოოდ კი უეფა დათანხმდა წინადადების განხილვას და სავარაუდოდ კორონავირუსის პანდემიის გავლენის გამო 23-დან 25 მოთამაშემდე გაზრდას დაამტკიცებს კიდეც.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, 12 ქალაქში ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.








