კომპანია „Europebet“-ი ბათუმის „დინამოს“ სპონსორი აღარ იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარული კლუბი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
“ჩვენ ერთად დავწერეთ ისტორია და ეს ყოველთვის გვემახსოვრება, ევროპაბეთსა და დინამო ბათუმს შორის გაფორმებული კონტრაქტი დასრულდა”, – წერია ბათუმელთა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ გენერალური სპონსორი დიდი ალბათობით „აჭარაბეთი“ იქნება.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში „აჭარაბეთსა“ და აჭარის პროექტების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ახალ სტადიონს მომდევნო 5 წლის განმავლობაში „აჭარაბეთ არენა“ ერქმევა.





