ალეხანდრო კამანო, ინტერის ფორვარდის ლაუტარო მარტინესის აგენტი, კლიენტის პოტენციურ ტრანსფერზე მუშაობს.
Marca-ს ინფორმაციით, ამ კვირაში არგენტინელის წარმომადგენელი მადრიდის რეალთან და ატლეტიკოსთან შესაძლო ტრანსფერზე იმსჯელებს.
„სამეფო გუნდის“ პრიორიტეტი ნორვეგიელი ფორვარდი ერლინ ჰოლანდის გაფორმებაა, მაგრამ დორტმუნდის ბორუსიის მკაცრი პოზიციის გამო, „რეალი“ ფორვარდის პოზიციის გაძლიერების ალტერნატივებს განიხილავს, მათ შორის ერთ-ერთი მოწინავე მარტინესია.
რაც შეეხება „ათლეტებს“, ისინი ლაუტაროთი იმ შემთხვევაში დაინტერესდებიან, თუ სეზონის ბოლოს თავდამსხმელი ლუის სუარესი კლუბს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ბოლო ორ სეზონში 23 წლის მარტინესმა 30 გოლი გაიტანა.








