ესპანურმა AS-მა გიორგი მამარდაშვილის შესახებ დაწერა. ძალიან სასიხარულოა, რომ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა ქართველს ფეხბურთელს დადებით კონტექსტში მოიხსენიებს.
„ვალენისიას“ მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს ახლო მომავალში რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. გუნდის ნომერ პირველი მეკარე იესპერ სილესენი იქნება. მეორე მეკარის პოზიციაზე კი პრეტენზიას ხაიმე დომენეკი, კრისტიან რივერო და გიორგი მამარდაშვილი აცხადებენ.
თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ რივერო გუნდიდან იჯარით უნდა წასულიყო, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, მეორე მეკარე გახდეს.
ხაიმე დომენეკი უკვე მეშვიდე წელია, „ღამურებში“ თამაშობს. ის არასოდეს ყოფილა მწვრთნელების პირველი არჩევანი, მაგრამ სათამაშო წუთებს გამუდმებით იღებდა.
ყველაზე დიდი სიურპრიზია კი გიორგი მამარდაშვილია. მან ვარჯიშები ისე ჩაატარა, ყველა გააოცა, მათ შორის მისი რამდენიმე თავისი თანაგუნდელიც. განიხილებოდა მისი მეორე გუნდში თამაში, მაგრამ 12 დღის წინ გუნდში მოსულ მეკარემ ვარჯიშებზე თავი ისე წარმოაჩინა, რომ „ვალენსიაში“ სათამაშო დროის მიღების მშვენიერი შანსი გაუჩნდა.“ – წერს ესპანური გამოცემა.





