მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთის ნაკრები საქართველოს ქალაქ ბადახოსში დაუპირისპირდება. გუშინ გადაწყდა, რომ 5 სექტემბერს თამაშს “ესტადიო ნუევო ვივერო” უმასპინძლებს.
ბადახოსი სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, ესტრემადურას რეგიონშია. 150-ათასიანი ქალაქის სტადიონი თითქმის 15 ათას მაყურებელს იტევს. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ამ სტადიონზე ორჯერ აქვს ნათამაშები – 1999 წელს კვიპროსთან და 2006 წელს ლიხტენშტაინთან.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის ყატარის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფში თბილისში მარტში გაიმართა.ვილი სანიოლის გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას სუპერგოლის წყალობით იგებდა, მაგრამ ფერან ტორესმა და დანი ოლმომ ლუის ენრიკეს გუნდს მოაგებინეს 1:2.








