ერთა ლიგის 2022 წლის სეზონში, C ლიგაში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მეორე ჯგუფში მოხვდა, მეტოქეები კი გიბრალტარის, ჩრდ. მაკედონიის და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფი საბოლოოდ ასე დაკომპლექტდა:
C ლიგა, მეორე ჯგუფი: ბულგარეთი, ჩრდ. მაკედონია, საქართველო, გიბრალტარი.
ცნობისთვის, ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის თამაშები 2022 წლის ივნისში ჩატარდება, A ჯგუფის შეხვედრები კი 2023 წლის ივნისში გაიმართება. დივიზიონების გამარჯვებულების გარდა, გათამაშება ევრო 2024-ის 4 საგზურიც. შეგახსენებთ, რომ ჯამში 4 ლიგა იქნება და ოთხივე ლიგის გამარჯვებული, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.





