მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული კაპიტანი, სერხიო რამოსი კლუბს და გულშემატკივრებს ოფიციალურად დაემშვიდობა.
„რეალის“ ხელმძღვანელებმა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს, სადაც სიტყვით კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერეზი და სერხიო რამოსი გამოვიდნენ.
35 წლის ფეხბურთელმა ტრიბუნასთან ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. განცხადების დასასრულს კი დაპირდა, რომ კლუბში უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაბრუნდება.
„მადრიდის „რეალში“ 16 წელი გავატარე, ეს იყო ულამაზესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოვიგე თუმცა გულშემატკივრების სიყვარული რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, ყველაზე ღირებული და შეუფასებელია ჩემთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო: მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და სამეფო გუნდის მთელს სტაფს, მე მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. არ გემშვიდობებით, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს აქ აუცილებლად დავბრუნდები. მსურს, მადრიდის „რეალს“ უღრმესი მადლობა გადავუხადო. ეს კლუბი ყოველთვის ენთება ჩემს გულში“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ 2005 წელს „სევილიადან“ გადავიდა და ამ დრომდე დაცვის ცენტრში კლუბის შეუცვლელი ფიგურა იყო. „სამეფო კლუბთან“ ერთად რამოსმა 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი და 2-ჯერ კოპა დელ რეი მოიგო.
Sergio Ramos 🗣🎤 ‘This is not a goodbye not a farewell’😢
I’ll come back here one day, I’m sure. Huge thanks Real Madrid. “ I’ll always carry you in my heart “❤️ pic.twitter.com/rcC7NO8M2Y
— Horleds🇨🇲 (@Horleds1) June 17, 2021





