ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი დასრულებულია, ჩემპიონი კი ბათუმის “დინამოა”, რომელთაც ეს სანატრელი ტიტული სამ წლიანი შრომის შედეგად მოიპოვეს.
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მე-4 წრე შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
მე-4 წრის საუკეთესო ფეხბურთელად გორის “დილას” ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე დასახელდა. საუკეთესო მთავარ მწვრთნელად კი “თელავის” თავკაცი გიორგი მიქაძე დაასახელეს. მან გუნდის გავარდნისგან გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.
ეროვნული ლიგის მე-4 წრის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ანდრეს პრიეტო (დინამო თბილისი)
მცველები: ნიკოლოზ მალი (საბურთალო), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ანტონ თოლორდავა (თელავი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი)
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ ბაშალეიშვილი (თელავი), ირაკლი ბიძინაშვილი (დილა), ნიკა გაგნიძე (დილა)
თავდამსხმელები: თორნიკე ახვლედიანი (ტორპედო), თორნიკე კაპანაძე (დილა)
შეგახსენებთ, რომ “დინამო ბათუმმა” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. კონფერენსლიგაზე კი ამჯერად “დინამო თბილისმა”, გორის “დილამ” და “საბურთალომ” მოიპოვეს. ეროვნულ ლიგა 2-ში კი “სამტრედია” გავარდა.





