ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდში ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიწვია.
31 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩს სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩისთვის ნაკრებს თბილისის დინამოს ვიცე-კაპიტანი დავით კობოური შეუერთდება.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ 31 მარტს ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.





