შოტლანდიის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა ენდრიუ რონერტსონმა “ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი მცველი „მერსისაიდელებს“ 2017 წელს „ჰალ სიტიდან“ შეუერთდა.
27 წლის ბრიტანელმა კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და პრემიერ ლიგა მოიგო. რობერტსონმა „ლივერპულის“ მაისურით ჩატარებულ 177 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა.
𝑶𝒉, 𝑨𝒏𝒅𝒚, 𝑨𝒏𝒅𝒚… 🎶❤️
Great news, @andrewrobertso5 has signed a new long-term deal with the Reds 🤩 🙌
— Liverpool FC (@LFC) August 24, 2021





