შტუდგარტის 500-იანი კატეგორიის ქალთა ტურნირი საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი უპრესტიჟულესია. იქ არაერთი უმაღლესი დონის ჩოგბურთელი მონაწილეობს. ასე იქნება ამჯერადაც.
სასიხარულოა, რომ წლეულს შტუდგარტის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძეც ითამაშებს და თან ძირითად ბადეში.
ტურნირის პირველ წრეში ჩვენებური მეჩოგნის მეტოქე ანჟელიკ კერბერი იქნება. გერმანელი ჩოგბურთელის წარდგენა ალბათ საჭირო არ უნდა იყოს. ის არც ისე შორეულს წარსულში მსოფლიოს პირველი ჩოგანიც იყო, ამჟამად კი რეიტინგის 26-ე ნომერია.
შეგახსენებთ, ანჟელიკ კერბერი დიდი სლემების ტურნირების სამგზის ჩემპიონია.
ეკატერინე გორგოძის და ანჟელიკ კერბერის დაპირისპირება 20 აპრილს გაიმართება.





