ძმები არველაძეები დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ვეტერანმა ფეხბურთელებმა არჩევანი „Sinopharm“-ის ვაქცინაზე გააკეთეს. მათ ვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩაიტარეს.
პროცედურების დასრულების შემდეგ აჩი არველაძემ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
„ავიცერით მე, მეუღლე, ჩემი ძმა და შვილებსაც ავაცრევინებ. ვინც ჩვენსავით ფიქრობს, აუცილებლად უნდა აიცრას. ძალიან მინდოდა, რაც შეიძლება მალე გამეკეთებინა ვაქცინა. მადლობა ყველას, ვინც ამის საშუალება მოგვცა“, – განაცხადა აჩი არველაძემ.








