თბილისის დინამომ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა კიევის დინამოსთან გამართა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
თამაშის დასრულების შემდეგ თბილისური კლუბის თავკაცმა, გიორგი ნემსაძემ ჟურნალისტებთან ონლაინ-ჩართვაში განვლილი დაპირისპირება შეაჯამა.
„საერთოდ, გუნდი შეკრებებზე ყალიბდება, სადაც ტაქტიკურ მონახაზს ვამუშავებთ და გუნდის შეთამაშებას ვცდილობთ. ასეთ დროს, გუნდიც ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა და ბუნებრივია, რომ შეცდომებისგანაც დაზღვეულები არ ვართ. საკონტროლო შეხვედრის წაგებაზე არ ვამბობ ხოლმე, რომ გული დამწყდა. მაგრამ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც კიევის „დინამოა“, კარგად ვითამაშეთ – ამიტომ იყო სამწუხარო ეს წაგება. რაც შეეხებათ ახალწვეულებს, საბოლოოდ ვინ დარჩება, 22 თებერვლამდე გვეცოდინება, როდესაც „გაგრას“ სუპერთასზე შევხვდებით“, – განაცხადა ნემსაძემ.





