თბილისის დინამომ თურქულ შეკრებაზე მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. გიორგი ნემსაძის გუნდის მეტოქე ამჯერად ყველაზე ტიტულოვანი უკრაინული კლუბი, კიევის დინამო იყო, რომელთანაც საქართველოს ჩემპიონი მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისურმა კლუბმა უკრაინელებს საკმაოდ ტოლ-სწორი წინააღმდეგობა გაუწია. დაძაბულ შეხვედრაში თბილისელებს არაერთხელ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მატჩის ბედი ერთმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა, თანაც შეხვედრის მიწურულს, როდესაც ფრე ფაქტობრივად გარდაუვალი იყო. თბილისელთა კარში ერთადერთი გოლი 91-ე წუთზე ვიტალი ბუიალსკიმ გაიტანა და საკუთარ გუნდს მინიმალური სხვაობით მოაგებინა.
თბილისის დინამო თუქრულ შეკრებაზე მორიგ მატჩს 4 თებერვალს, ლუდოგორეცის წინააღმდეგ გამართავს.





