UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე 14 ნოემბერს ბრძოლას ვეღარ გამართავს. ამის შესახებ სპორტსმენა საკუთარ Instagram-გვერდზე განაცხადა.
რომანს უმაღლეს საბრძოლო ლიგაში კაილ დაუკაისის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა აღნიშნული ორთაბრძოლა მას შემდეგ გაუქმდა, რაც ქართველ მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„დამიდასტურდა კოვიდ-19. რეგულაციების თანახმად გადავდივარ იზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას რომ ამ ეტაპზე ბრძოლას გამოვეთიშე. ვფიქრობ ფიზიკურად და მორალურად მზად ვიყავი კარგი შედეგი მეჩვენებინა. თუმცა კოვიდ ტესტზე დადებით პასუხს, თავისი წესები აქვს!
ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად, ვგრძნობ. მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს დოლიძე Instagram-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლს UFC-ში 4 ბრძოლა აქვს გამართული. დოლიძემ ბოლოს 2021 წლის ივნისში იჩხუბა და ლაურეანო სტაროპოლისს სძლია.





