ქუთაისის „ტორპედო“ ბოსნიელმა მეკარემ, დინო ჰამზიჩმა დატოვა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე დინო ჰამზიჩმა გუნდი დატოვა. ბოსნიელ მეკარეს ქუთაისელთა რიგებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 7 შეხვედრაში, კარი მშრალად შეინახა.
„ტორპედო“ მადლობას უხდის მას ერთგულებისთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რაც მან ტორპედოში ყოფნისას გამოიჩინა. ვუსურვებთ მას წარმატებებს, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში“, – ნათქვამია „ტორპედოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





