თბილისის “დინამომ” კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში პორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჰაიფა “მაკაბი” მიიღო. ქართული გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ებრაელებმა ანგარიში მალევე გახსნეს, შეხვედრის მე-8 წუთზე თავი ომერ აცილიმ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში მეტოქე გუნდმა 66-ე წუთზე ანგარიშის 2-მდე გაზრდა მოახერხა. გოლი დინ დავიდიმა გაიტანა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ამ ანგარიშს არ შეეგუა და შეხვედრის 89-ე წუთზე ბენიოს საგოლე გადაცემის შემდეგ გიორგი პაპავამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსნებთ, რომ ჰაიფა “მაკაბისა” და თბილისის “დინამოს” შორის გასამართი საპასუხო მატჩი 29 ივლისს სემი ოფერის სახელობის სტადიონზე შედგება.





