საქარველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. გიორგი ნემსაძის გუნდის მეტოქე საკაოდ გამოცდილი ბულგარული კლუბი – „ლუდოგორეცი“ იყო.
მეტოქის სიძლიერის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ გია ნემსაძის ფეხბურთელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მართალია დინამოელებმა შეხვედრა 1:3 წააგეს, თუმცა ბულგარელებს ტოლ-სწორი წინააღმდეგობა გაუწიეს.
ანგარიში პირველივე წუთებზე თბილისელმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მე-2 წუთზე თავი ზორან მარუშიჩმა გამოიჩინა. დინამო შეხვედრას 24-ე წუთამდე იგებდა, ამის შემდეგ კი 7-წუთიან მონაკვეთში მეტოქისგან 2 გოლი გაუშვეს. დინამოს კარში გოლები კირილ დესპოდოვმა და ლაუდიუ კეშერუმ გაიტანეს.
„ლუდოგორეცმა“ საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე, მავის ჩიბოტას გოლით დააფიქსირეს.
თბილისის „დინამო“ თურქეთში მომდევნო სპარინგს 6 თებერვალს, ლუგანსკის „ზორიასთან“ გამართავს.





