ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ბათუმის დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. აჭარლებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. სანდრო ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ ერთი შეხებით გაიტანა.45-ე წუთზე ქუთაისელთა მცველმა ბაქარ მირცხულავამ შეძლო თავის გამოჩენა და წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმში დინამო ბათუმმა უფრო მწვავედ შეუტია და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. 62-ე წუთზე კი წინაც გავიდა, რაც გიული მანჯგალაძის დამსახურებაა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ზარიამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დინამო ბათუმმა ამ გამარჯვებით 60 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. დინამო ბათუმი 16 ოქტომბერს, სტუმრად “შუქურას” შეხვდება, ხოლო იმავე დღეს “ტორპედო” “დინამო თბილისს” გასვლაზე დაუპირისპირდება.





