ბათუმის “დინამომ” აბრაჰამ ფრიმპონგი დაიმატა. ინფორმაციას აჭარული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯრეობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ფრიმპონგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გია გეგუჩაძის გუნდის მე-6 შენაძენია. ბათუმელებმა აქამდე, გიორგი ბეგაშვილი, სტეფან დენკოვიჩი, მილან რადინი, ირაკლი ბიძინაშვილი და გიორგი რეხვიაშვილი დაიმატეს.
ცნობისთვის, აბრაჰამ ფრიმპონგს სხვადასხვა დროს “ალ აინში”, “ფერენცვაროშში”, ცრვენას “ზვეზდასა” და “ნაპრედიკ კრუსევაჩაში” უთამაშია.





