მადრიდის ატლეტიკოს აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა გუნდს საკმაოდ ემოციურად დაემშვიდობა.
„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გუნდის გულშემატკივრებს მწუხარებითა და ამასთანავე სიხარულით ვემშვიდობები. თქვენ ჩემი ხალხ ხართ და სამწუხაროა, რომ ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ ამ ოჯახის ნაწილი კვლავ ვერ გავხდი.
„ატლეტიკოში“ რთული პერიოდები გავიარე, მაგრამ ყოველთვის ვიღდგენდი ძალებს, ექიმების, ფიზიოთერაპევტებისა და კოლეგების წყალობით. ბევრი ბედნიერი მომენტი იყო, რომლებიც სამუდამოდ მემახსოვრება.
მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ამ დიდებული კლუბის ისტორიაში ჩემი პატარა სახელი ჩავწერე. მოხდა ის, რაც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა იმისათვის, რათა ჩვენი გზები გაიყოს. ეს საუკეთესო გზაა გუნდისა და კლუბის დასახმარებლად. ახლა დიდი ენთუზიაზმით, ძალით, სურვილითა და ვნებით გადავალ შემდეგ ნაბიჯზე“, – დაწერა დიეგომ საკუთარ გვერდზე.





