ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატში დიდი ტრაგედია დატრიალდა. კლუბ „პალმასის“ თვითმფრინავმა, რომელსაც ფეხბურთელები სათამაშოდ გადაჰყავდა კატასტროფა განიცადა. შედეგად გუნდის 4 ფეხბურთელი და პრეზიდენტი დაიღუპა. კატასტროფის შედეგად გარდაიცვალა თვითმფრინავის პილოტიც.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, კლუბი სერია D-ში გამოდის და ის მორიგი მატჩის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩამოვარდნის შემდეგ ბოინგი აფეთქდა, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სოციალურ ქსელში ადგილზე არსებული მდგომარეობის კადრებიც ვრცელდება.





