კოპა ამერიკა აღარ ჩაიშლება. კენმობოლმა ახალი მასპინძელი უმალ იპოვნა. სამხრეთ ამერიკის კონტინენტური პირველობა ბრაზილიაში გაიმართება.
შეგახსენებთ, კოპა ამერიკისთვის ერთობლივად კოლუმბიას და არგენტინას უნდა ემასპინძლათ, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ფორუმი საერთოდ ჰაერში გამოეკიდა.
გაზაფხულზე, ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო მასპინძლობაზე უარი კოლუმბიამ თქვა, მალე კი მას არგენტინამაც მიბაძა.
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი მასპინძელი ბრაზილია იქნება. ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფინალური მატჩი რიო დე ჟანეიროში, „მარაკანაზე“ გაიმართება, დანარჩენ ქალაქებს და სტადიონებს კი მოგვაინებით გამოაცხადებენ.
სამხრეთ ამერიკის პირველობა 11 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.





