თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოზს დაემშვიდობა. თბილისურმა კლუბმა გამოსამშვიდობებელი წერილი ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
„ჩისკო მუნიოსი უოტფორდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. დინამო თბილისი მადლობას უხდის ყველაფრისთვის ჩვენს ესპანელ მეგობარს და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, – ნათქვამია თბილისური კლუბის განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონშიფში მოთამაშე უოტფორდმა ჩისკოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
40 წლის სპეციალისტმა თბილისის დინამოს დამრიგებლის პოსტზე მიმდინარე წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.
თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას ხვალ დაასახელებს. სპეციალური ბრიფინგი „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში 16:00 საათზეა ჩანიშნული.





