ესპანეთის ლა ლიგის 13-ტურის მატჩში, ვალენსიასთან გატანილი გოლით ლიონელ მესი ლეგენდარულ პელეს გაუთანაბრდა.
საქმე ერთი კლუბის მაისურით გატანილ გოლებს ეხება. აქამდე ეს რეკორდი სწორედ პელეს ეკუთვნოდა, რომელმაც „სანტოსის“ მაისურით 643 გოლი შეაგდო, ახლა კი მას „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავიც ამოუდგა, რომელმაც „ბლაუგრანას“ მაისურით ასევე 643 გოლი გაიტანა.
ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ 33 წლის ფეხბურთელი აღნიშნულ რეკორდს გააუმჯობესებს, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ პელესთან გათანაბრება მას ვალენსიასთან გამარჯვებით აღენიშნა.
ბარსელონას ფანებისთვის სამწუხაროდ, კატალონიურმა გრანდმა „ღამურების“ დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ, 0:0 ითამაშა.








