საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იუბილარია. ქართველ ფეხბურთელს დღეს 21 წელი შეუსრულდა.
მამარდაშვილს დაბადების დღე „ვალენსიამ“ სოციალურ ქსელში მიულოცა. კლუბმა Facebook-ზე გიორგის სურათი გამოაქვეყნა, წარწერით: „დღეს ვიღაც სანთლებს ჩააქრობს! გილოცავთ გიორგი!“
21 წლის მეკარემ ლა ლიგაში „ღამურების“ შემადგენლობაში 7 ტურიდან 6 შეხვედრაში ითამაშა და 7 გოლი გაუშვა. მისი გუნდი 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 2 ოქტომბერს, სტუმრად „კადისის“ წინააღმდეგ გამართავს.








